„ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილის სახით მისთვის ყველაზე სანდო პირი დააბრუნა. ივანიშვილი პარტიაში მიმდინარე პროცესების გამო კარგა ხანია დაბნეულია და ახლა, პოლიტიკაში ღარიბაშვილის დაბრუნება მისთვის სიმშვიდის მომტანი იქნება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე ივანიშვილისთვის ყველზე სანდომიანი პირი სწორედ ღარიბაშვილი იყო“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება „ქართულ ოცნებაში“ არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის.
„ღარიბაშვილის დაბრუნება პოლიტიკაში არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის. „ქართული ოცნების“ გარკვეული წევრები ბიძინა ივანიშვილზე იმდენად არიან დამოკიდებულნი, რომ მის გამო ყველაფერზე მოაწერენ ხელს, ოღონდ საკუთარი სკამები შეინარჩუნონ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ უკეთეს პოლიტიკურ ცხოვრებას არ უნდა ველოდოთ“, _ განაცხადა ცისკარიშვილმა.