ინდოეთში ციკლონის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა
FRANCE 24-ის ინფორმაციით, ინდოეთსა და ბანგლადეშში ციკლონ ფანის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა.
მაუწყებლის ინფორმაციითვე, მილიონობით ადამიანი წყლის და შუქის გარეშეა დარჩენილი.
გარდა ამისა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ტელეკომუნიკაციის სისტემა, წაქცეულია ხეები.
შტორმის დაწყებამდე მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახორციელდა, რასაც ოდიშას მთავრობის ხელმძღვანელმა „ისტორიაში უდიდესი ევაკუაცია“ უწოდა.
ყველაზე მეტად პურის მოსახლეობა დაზარალდა. ისინი რეკონსტრუქციის ნელი ტემპისა და ხელისუფლების მხრიდან აპათიის შესახებ საუბრობენ.
როგორც ცნობილია, შტორმი ოქტომბერსა და ნოემბერში ხდება, თუმცა, ფანი მესამე ციკლონია, რომელიც 150 წლის განმავლობაში, თბილ სეზონზე მოხდა.
1999 წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე ციკლონმა 10 000 ადამიანი იმსხვერპლა.