მკვლევარებმა 72 ქვეყნის 711 ქალაქში მდინარებს სინჯები აუღეს, რის შედეგადაც, მდინარეების 65%-ში ანტიბიოტიკები აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ანტიბიოტიკების მაღალი კონცენტრაცია განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ფიქსირდება, თუმცა, ანტიბიოტიკებით დაბინძურებული არის ისეთი მდინარეებიც, როგორიცაა ტემზა და დუნაი.
გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანებისა და ცხოველთა ნარჩენების და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან გაჟონვის და წამლების მწარმოებელი ობიექტებიდან მოხვედრის შედეგად წამლები მდინარეებსა და ნიადაგში თავის გზას პოულობს .
როგორც გაეროში აცხადებენ, ანტიობიოტიკ-რეზისტენტული ბაქტერიების ზრდას 2050 წლისთვის 10 მილიონი ადამიანის მოკვლა შეუძლია.