ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში ცვლილებების ინიციატივა პირადად მას ეკუთვნის. მისი თქმით, ჯანდაცვის ახალი მინისტრის თანამდებობაზე ეკა ტიკარაძისკანდიდატურას რეკომენდაცია მან გაუწია. დავით სერგეენკოს განცხადებით, მან პრემიერთან კონსულტაციები გამართა, რათა მიიჩნევდა, რომ ჯანდაცვის სფეროში უკეთესი შედეგის მისაღწევად აუცილებელი იყო ცვლილება.
„რამდენიმე კვირის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები, თუ წინასწარ მომზადებული რეფორმების ახალი ფაზა როგორ იქნებოდა ოპტიმალური, რომ სწორად დაგეგმილიყო და განხორციელებულიყო. შევთანხმდით, რომ ასეთი ცვლილება უფრო მეტი შედეგის მომტანი იქნებოდა,“ – აღნიშნა სერგეენკომ.
დავით სერგეენკო პრემიერის მრჩევლად დაინიშნა. ჯანდაცვის ახალი მინისტრი კი ეკა ტიკარაძე გახდა.