BBC-ის ინფორმაციით, G20 სამიტზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სალისბერში, ნოვიჩოკით მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ.
მეიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა წონასწორობის დამრღვევი საქმიანობა უნდა შეწყვიტოს.
დიდ ბრიტანეთს სჯერა, რომ სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას, მოწამვლის უკან რუსეთის სპეცსამსახურის 2 თანამშრომელი დგას.
კრემლი ბრალდებას უარყოფს.
როგორც ცნობილია, 2018 წელს მომხდარი თავდასხმის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირველად ხვდებიან.