პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის საგანგებო ბრიფინგს, რომელიც ამ წუთებში მთავრობის კანცელარიაში იმართება, სოციალური ქსელის მომხმარებელები იუმორით აფასებენ.
„დღეს რისთვის გამოუშვა პატრონმა ეს ფინია? ალბათ, გუშინ დატუქსა, ძალიან საწყლად გამოიყურებოდიო, მაგრამ დღესაც რომ ასეა? ბახტაძე, დაჯექი, ისევ ორიანი!“ _ წერს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.