ძლიერი წვიმების გამო იაპონიაში 800 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახორციელდა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, უამინდობას 1 ქალი ემსხვერპლა, რომელიც მაშინ დაიღუპა, როცა ძლიერი წვიმისგან გამოწვეულმა მეწყერმა მისი სახლის ნგრევა გამოიწვია.
პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა ნაბიჯები გადადგან თავიანთი სიცოცხლის გადასარჩენად და საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებელი სახლები დროებით დატოვონ.