ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. კერძოდ, შეკვეთილში, დასუფთავდა როგორც სანაპირო ზოლი ასევე, მიმდებარე ტერიტორია. სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენის გატანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა.
ღონისძიებაში გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რწმუნებულის მოადგილე აკაკი შენგელია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ოსიკო თოთიბაძე, ალექსანდრე სურგულაძე და საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ.
„დღევანდელი აქცია არ იქნება ერთჯერადი, გვინდა, რომ მსგავსმა ღონისძიებამ პერმანენტული სახე მიიღოს, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს და ერთად ვიზრუნოთ გარემოზე. ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც, რათა დამსვენებლებმა თავი რაც შეიძლება კომფორტულად იგრძნონ“, _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
(R)