მიხეილ სააკაშვილი “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა “P.S”-ის წამყვანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს Facebook-ით ეხმიანება. როგორც სააკაშვილი ამბობს, ქართული მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს.
“რუსულ იმპერიალიზმთან და ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს! ჩვენ მხარეზეა სიმართლე და სიმართლის გადმოცემა საჭიროა ცივილიზებული ფორმით!
ეპატაჟი და ისტერიულობა ჩვენს საქმეს მხოლოდ დააზარალებს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში, “P.S”-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემა რუსულ ენაზე დაიწყო, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად შეაგინა და ბილწი სიტყვებით მოიხსენია.