სახლი-უნიტაზი – ახალი სიტყვა არქიტექტურაში. ამ ქმნილების ავტორი გახლავთ სიმ ჯაე-დუკი. პატრონს საცხოვრებელი „სახლი უნიტაზი“ 1.6 მილიონი დოლარი დაუჯდა.
შენობა განთავსებულია სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის სამხრეთით, ქალაქ სუვეონში. აღსანიშნავია, რომ სიმ ჯაე-დუკი არის მსოფლიოს ტუალეტების ასოციაციის წევრი, ქალაქ სუვეონის ყოფილი მერი და კორეის პარლამენტის წევრი.
მისივე სიტყვებით ამ სახლი-უნიტაზით სურს მიიქციოს მსოფლიოს საზოგადოების ყურადღება ჰიგიენის საკითხებში.
„არსებობს ასეთი სტერეოტიპი, რომ ტუალეტი არის ჭუჭყიანი და აქოთებული ადგილი -ამბობს სიმი. მე მინდა გაჩვენოთ, რომ ეს ასე არაა“.
იგი ამჟამად აპირებს სახლის იჯარით გადაცემას, ხოლო შემოსავალი სურს მთლიანად სანიტარულ ობიექტებს მოახმაროს.