ლარი თუ გინებით უფასურდება, ე.ი. ტრ**ში შეძრომით უნდა გამყარდეს, – ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკური პარტია გირჩის დამფუძნებელმა, ზურაბ ჯაფარიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“თუ გინებით უფასურდება, ე.ი. ტრ*^%ი შეძრომით უნდა გამყარდეს. ამაზე მიგვანიშნებენ, რადგან პირდაპირ თქმა პოლიტიკურად წამგებიანია.”
შეგახსენებთ, რომ მაია ცქიტიშვილის თქმით, ლარის კურსის ვარდნა 20 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. მისი თქმით, იმ პოლიტიკურმა დესტაბილიზაციამ, გადატრიალების და პარლამენტში შევარდნის მცდელობამ, პირდაპირ ეთერში მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინებამ და ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებულმა სანქციებმა, რამაც გამოიწვია დაახლოებით მილიონ ნახევარი ტურისტის დაკარგვა მოგვცა დღევანდელი სურათი. მისივე თქმით სიცრუეა, რომ თითქოს სახელმწიფოა არ აქვს ეკონომიკური პროგრამა.