ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრები მოსახლეობასთან.
პარლამენტარები ხალხთან პირისპირ განმარტავენ, რომ ეს საარჩევნო შეხვედრები არ არის, დგება 2020 წლის ბიუჯეტი და უამრავ პრობლემებს შორის უპირველესის დადგენაა საჭირო, რომ სწორი კლასიფიცირება და მერე მისი გადაჭრა მოხდეს.
_ ჩვენ ხშირად მოვალთ თქვენთან, რომ პირისპირ მოვისმინოთ, რა გაწუხებთ. თქვით ყველაფერი ყველაფერზე, მზად ვართ, მოგისმინოთ, _ უთხრა სოფელ ცხემლიხიდში შეხვედრისას ადგილობრივებს პარლამენტარმა დიმიტრი ხუნდაძემ.
_ რატომ მიტეხს გურიაში თხილს ვიღაც მეჩაქუჩე მეთხილე? ნახეთ, როცა ერთი კაკალი თხილი 50 თეთრად იანგარიშება, უვარგისი თუ ვარგისია. გამოდის, რომ ას კილოგრამზე 50 ლარს მართმევს? ვისი მოფიქრებული არითმეტიკაა, რომ ყველა ვარიანტში ამ მიდგომით გლეხი ზარალდება? _ განაცხადა სოფელ ბაღდადის მცხოვრებმა ნოდარ ხომერიკმა.
მოსახლეობამ სხვა არაერთი პრობლემაც წამოსწია წინა პლანზე, რის შესახებაც ვრცლად „გურია ნიუსის“ უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ.