უკრაინელი ასტროლოგების ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ გენიოსები ყველაზე ხშირად ზამთარში იბადებიან. თუკი ასტროლოგიურ მოცემულობას გადავხედავთ და გავითვალისწინებთ იმას, რომ პლანეტა მერკური – აზროვნების ფორმა და კომუნიკაცია, ხშირად განაპირობებს კიდეც ამა თუ იმ ინდივიდის საყოველთაო პოპულარობას, ამ ვერსიას დიახაც რომ აქვს არსებობის უფლება.
ასე მაგალითად, ზამთრის პერიოდში დაბადებულ ზოდიაქოს ნიშნებს – კერძოდ თხის რქებს, მერწყულებს და თევზებს ძალზე ხშირად პლანეტა მერკური მერწყულის ან თხის რქის ზოდიაქოში აქვთ განლაგებული, რაც თავის მხრივ ნიშნავს ან არაორდინალურ, ნოვატორულ იდეეებს და პროგრესულობას (მერკური მერწყულის ზოდიაქოში), ან ლოგიკური აზროვნების უმაღლეს კოეფიციენტს და ფაქტობრივად ფოტოგრაფიულ მეხსიერებას (მერკური თხის რქაში).
თუმცა აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ზამთრის ზოდიაქოს ნიშნებს შორის ბევრს მერკური თევზების ზოდიაქოს ნიშანშიც ექნება – აქ კი საქმე გვაქვს სახელოვნებო ან ლიტერატურის სფეროში მოღვაწე გენიოსებთან. იმიტომ რომ, მერკურის ნიშანი თევზებში ნაკლებ სწყალობს ლოგიკას. სამაგიეროდ, ის ნამდვილ საბადოს წარმოადგენს შემოქმედებითი კუთხით და გააჩნია იშვიათი ინტუიცია.