როგორც ექიმები და მეცნიერები ამტკიცებენ, კარგი ჯანმრთელობა რომ დიდხანს შევინარჩუნოთ შემდეგი აუცილებელი ფაქტორების ერთიანობაა საჭირო:
სტრესის მინიმალიზირება
ნებისმიერი ხერხით – სიცილით, ირონიით, თვითირონიით, მედიტაციით, მოთმინების უნარით. რაც უფრო მეტი ბარიერი იარსებებს სტრესისთვის, მით უფრო ხანგრძლივი, უსაფრთხო და ხარისხიანი იქნება სიცოცხლე.
ძილის მაქსიმალიზირება
თუ ცუდად გძინავთ და დაღლილი იღვიძებთ, თუ საკითხი დგას – ძილი საძილე საშუალებით, ტრანკვილიზატორით, ან დაძინებაზე უარის თქმა, პასუხი ერთია: ძილი ნებისმიერი ხერხით და საშუალებით. სულ ერთია როგორ. მთავარია დაიძინოთ! უძილობა უფრო სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე საძილე საშუალებებზე დამოკიდებულება.
საკვების ოპტიმალიზირება
ყოველთვის, როდესაც პირს აღებთ იმისთვის, რომ დანაყრდეთ ან წყურვილი დაიკმაყოფილოთ, იფიქრეთ იმაზე, თუ რა ხვდება ორგანიზმში და რამდენად სასარგებლოა ის მისთვის.