“ეკლესიაში განვითარებულ მოვლენები _ ეს არის ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგი“, _ ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აკეთებს.
მისივე თქმით, ივანიშვილმა ფეხქვეშ გათელა რწმენაც, ღირებულებებიც, ეკლესიაც, სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტებიც; ქვეყანაში დაამკვიდრა ქაოსი, არეულობა, შუღლი, დაპირისპირება და რუსული გავლენები.
“ამიტომ სახელმწიფოებრივი ამოცანაა ოლიგარქის ჩამოცილება ხელისუფლებისგან, რათა ქვეყანას მიეცეს ამოსუნთქვის და სწრაფი განვითარების საშუალება“, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.