„მაქვს ძალიან დიდი სურვილი რომ კანონპროექტი ჩავარდეს. მაქვს განცდა, რომ შეგროვდება საკმარისი რაოდენობის დეპუტატები, რომელთა მეშვეობითაც კანოპროექტი ჩავარდება“, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა დაჩი ბერაიამ განუცხადა.
“მე უმრავლესობას არ დავტოვებ არც ერთ ვარიანტში. თუ დატოვებამდე მიდგებოდა საქმე, დავტოვებდი მანდატს და არა უმრავლესობას. თუმცა, დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება თავისუფალ კენჭისყრასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მსგავსი მოლოდინები, რომ ვინმე მანდატს ან უმრავლესობას დატოვებს, არ უნდა გვქონდეს. ყველა მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. ეს არ იქნება კოლექტიური კენჭისყრა. არავინ არ წავა გუნდურობის წინააღმდეგ“, _ აღნიშნა საუბრის დროს დაჩი ბერაიამ.