“მე ვფიქრობ, რომ ვერ გაითავისეს ის გაკვეთილები, რაც უსწრებდა ამ გადაწყვეტილებას. მივიჩნევ, რომ უკვე იწყება ბრძოლა ღირსებისთვის. საზოგადოებას დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს, დღეს პარლამენტმა თავისი ფუნქცია დაკარგა.
პოლიტიკამ უნდა დატოვოს პარლამენტი და გადაინაცვლოს ქუჩაში. ხალხი, რეალურად ვინც იძლევა ამ მანდატს, არის მანდატდაკარგული და მოტყუებული. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც ურჩ დეპუტატებად წარმოგვეჩინენ, პირდაპირ სუს-ის კონტროლის ქვეშ არიან. ბევრი მათგანის ადგილი სხვა ადგილასაა”, _ განაცხადა პარლამენტარმა დავით ჭიჭინაძემ.