საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას ხელმძღვანელი და იურისტი გიორგი მშვენიერაძე გუშინდელ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლოს პროცესის შესახებ ფეისბუქზე წერს.
“სამარცხვინო სიტუაციაა თბილისის საქალაქო სასამართლოში.] _ ყველა დაკავებული კანონის მოთხოვნათა დარღვევით 12 საათის ნაცვლად 24 საათზე მეტი არიან თავისუფლებაშეზღუდულები. საქმეს იხილავს მხოლოდ ერთი მოსამართლე. დაკავებულებს საჭმელი მისცეს მხოლოდ 1 საათის წინ. აღარაფერს ვამბობ პირველად ჰიგიენურ საგნებზე.
ნაცვლად იმისა, რომ დაკავებულები გამოუშვან და საქმეების განხილვა ისე გაგრძელდეს, ეს ხალხი კანონდარღვევით რჩება თავისუფლებაშეზღუდული“, _ წერს გიორგი მშვენიერაძე ფეისბუქზე.