გლდანში, გვიან ღამით, ერთ-ერთი შენობიდან რამდენიმე დევნილი ოჯახი გამოასახლეს, რომლებიც შენობაში 5 თვე უკანონოდ ცხოვრობდნენ.
გამოსახლებისას დევნილებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.
დევნილები ამბობენ, რომ შენობიდან გამოსახლება შპს “ნინოს” მოთხოვნით გამოასახლეს, რომელიც შენობის მესაკუთრეა.
როგორც „რუსთავი 2“-თან საუბრისას, ერთ-ერთი დევნილი გოგა თოლორდავა ამბობს: „ვიყავით ქუჩაში იძულებით ბავშვებთან ერთად და შევედით, 5 თვეა უკვე ვცხოვრობთ. დღეს ქალბატონი მარტო იყო დარჩენილი დილით, შეუვარდნენ ნაჯახით, შეუმტვრიეს კარი, გამოიყვანეს წიხლის ცემით და შევიდნენ თვითონ შიგნით. ახლა პოლიცია დგას და არ გვიშვებენ შიგნით, ბავშვები გვყავს ქუჩაში.“
დევნილები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
ადგილზე იმყოფებოდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბესო შენგელია, რომელმაც პროცესს უკანონო უწოდა.
შენგელიას თქმით, დევნილების გამოსასახლებლად აღსრულების ეროვნული ბიურო უნდა მისულიყო და არა პოლიცია.