ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის პირველი საკითხის დასრულებისთანავე, “ნაცმოძრაობის“ წევრებმა დავით მჟავანაძემ და ბესო ქათამაძემ საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე დატოვეს.
ქათამაძის თქმით, ეს საკრებულო არ არის.
“ვერ გავიგე ეს სხდომაა თუ ბადარგია. ფაქტობრივად, ა(ა)იპ-ის რამდენიმე თანამშრომელი დაგვახვედრეთ. გვეუბნებიან, რომ ჩვენ დასწრების უფლება არ გვაქვს. ყოფილი ნაციონალები გვეუბნებიან ნაციონალი რატომ ხართო?“_თქვა ბესო ქათამაძემ.
მისი გამოსვლის შემდეგ მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. “ქართული ოცნების“ წევრები “ნაცმოძრაობის“ წევრებს “წადი, წადი“ დაუძახეს.