დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, დებულების სახით წარმოადგინეს, დაბა ურეკში ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს პალმების სახელი.
საკრებულომ დებულებას კენჭი დადებითად უყარა, თუმცა, ლეიბორისტი დავით მამალაძე სასწრაფოდ წამოდგა და ხმის მიცემაზე უარი განაცხადა:
_წინააღმდეგი ვარ, რომ დაბა ურეკში ერთ-ერთ ქუჩას პალმების ქუჩის სახელი ეწოდოს, რადგან არ ჯდება ქართული ოცნების და მათი ლიდერის მსოფლმხედველობასა და იდეოლოგიაში, _ თქვა მან.
მამალაძის აზრს საკრებულოს წევრთა მხრიდან სიცილი მოჰყვა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ შეახსენა მას, რომ ეს ხალხის ინიციატივაა და არ არის ლამაზი პოლიტიკოსისგან ასეთი ლაპარაკი.
_მსგავსი საკითხების დაყენება არ შეიძლება. ამით ხალხს პასუხობ თავის ინიციატივაზე, _უთხრა მან დავით მამალაძეს.
_სამაგიეროდ, მერე შალვა ნათელაშვილის სახელობის ქუჩა დავბლოკოთ მერე, როცა იქნება, _ თქვა დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ.
_ ვინ მიანიჭებს ნათელაშვილის სახელს ქუჩას?_ შეეპასუხა დეპუტატი ლელა საჯაია.