სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა.
წირვის შემდეგ პატრიატრქმა მრევლს მიმართა.
„ეს არის ღვთის დიდი წყალობა, ღვთის მადლი, რომელიც მოგვფინა ჩვენ ყველას. მე მადლობელი ვარ ღვთისა და ჩვენი ერისა, რომ მომეცა საშუალება შემესრულებინა ეს საქმე. ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისა”,_ განაცხადა პატრიარქმა.