დღეს, 25 დეკემბერს, ქობულეთში, სოფელ ხალაში ავარიის შედეგად ხუთი ახალგაზრდა დაიღუპა.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ხუთიდან სამი ერთ სკოლაში სწავლობდა და კლასელები იყვნენ.
“საშინელება და ტრაგედია დაგვატყდა თავს. ჩვენი კლასის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები იყვნენ. გაკვეთილების დასრულების შემდეგ მანქანით წავიდნენ. შემდეგ გავიგეთ, რომ ავარია მოხდა და ხუთი ახალგაზრდა დაიღუპა“-გვითხრა ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა.
მისივე თქმით, სამივე ახალგაზრდა, რომელიც მის სკოლაში წარმატებულად სწავლობდა.
“გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოხატავს მომხდართან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახებს.