დღეს საღამოს სამტრედიის ქალაქის ცენტრში, რუსთაველისა და რესპუბლიკის ქუჩების კვეთაზე, მთავარი ნაძვის ხე განათდა. ვინაიდან მუნიციპალიტეტის მერიის ღონისძიება წინასწარ იყო დაანონსებული, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოსახლეობაც გამოვიდა და წინასაახალწლო ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთო.
მოეწყო ფლეშმობი, სანტაკლაუსთან ერთად სამტრედიის ქუჩებს კოსტუმირებული მსახიობები მოედვნენ, ისინი გამვლელ-გამომვლელებს დამდეგ ახალ წელს ულოცავდნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ იქ შეკრებილ საზოგადოებას წინასწარ მიულოცა ახალი წელი და 2020 წელში ყველას ბედნიერება უსურვა. ცაში სადღესასწაულო ფოიერვერკები გაუშვეს.