მტირალას ეროვნულ პარკთან დღეს დატრიალებულ ტრაგედიას ჟურნალისტი ზურა ბაუჟაძე „ფეისბუქში“ ეხმაურება.
„ხუთივე მეგობრები იყვნენ, ხუთივე ერთ სკოლაში დადიოდა, ერთად ოცნებობდნენ, რომ წელს სკოლის დასრულების შემდეგ ცხოვრებას ერთად გააგრძელებდნენ, ერთად გადაწყვიტეს ბუნებაში ქეიფი და რა იცოდნენ, რომ ეს იქნებოდა უკანასკნელი ერთად ყოფნაც და მოახლოენულ სიკვდილთან ერთად შეხვედრაც…
მენანებით, მტკივა ყველა ნორჩი სიცოცხლე…
ხომ შეიძლება უფრო მეტი პასუხისმგებლობა? ხომ შეიძლება ნელა სიარული, რომ მერე თვალებში მუდამ ცრემლი არ გვქონდეს, თავზე შავს არ ვიხურავდეთ!“,_ წერს ბაუჟაძე.