ატენის ხეობაში ხანძრის 5 ზონიდან 4 ლიკვიდირებულია, 1 – ლოკალიზებული. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა.
ღირსიაშვილის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ატენის ხეობაში 200-მდე მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება იმ ერთ ლოკალიზაციაზე ხანძრის ქრობის სამუშაოები, დილიდან კი ქრობით პროცესში, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, ავიაცია ჩაერთვება.