საჯავახოს მკვიდრი, ალექსანდრე ნადირაძე ნაპოვნია. 37 დღის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მდინარე რიონმა გუშინ ღამით იმ ადგილიდან 300 მეტრის მოშორებით გამორიყა, სადაც ახალგაზრდა მამაკაცის ტანსაცმელი იქნა ნანახი. 37 დღის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადგილობრივი და მეზობელი მუნიციპალიტეტების ბრიგადები ინტენსიურ სამძებრო სამუშაოებს აწარმოებდნენ.
ოჯახს და მაშველებს მთელი ამ ხნის მანძილზე გვერდით ედგა ყველანაირ დახმარებას უწევდა ადგილობრივი ხელისუფლება, მუნიციპალიტეტის პირველი პირის, ვალერიანე ფოცხვერიას თაოსნობით.
მდინარის მიერ გამორიყულ ცხედარს ექსპერტიზა ქუთაისის პროზექტურაში ჩაუტარდა. მიცვალებული იმავე დღეს საკუთარ სახლში, სოფელ საჯავახოში გადაასვენეს. ალექსანდრე ნადირაძეს 9 იანვარს დაკრძალავენ.
ოჯახის ახლობლების განცხადებით, სუიციდის მიზეზი გაუგებარია. გამომწვევ მიზეზებზე ვერც გარდაცვლილის მამა, ნოდარ ნადირაძე საუბრობს. ალექსანდრე ნადირაძეს მთელი სოფელი დადებითად ახასიათებს.
37 წლის ახალგაზრდას მთელი მუნიციპალიტეტი გლოვობს.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.