ჩინეთის ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებს კორონავირუსის შესახებ შიშის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ დახმარების შეთავაზების ნაცვლად, ქვეყანამ მოზაურობა შეზღუდა.
როგორც ცნობილია, აშშ პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაცია გაახორციელა.
Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკის ხელისუფლებამ, ჩინეთს დახმარება შესთავაზა, თუმცა, როგორც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საითხებში მრჩეველი რობერტ ო ბრეინი ამბობს, ჩინეთს აშშ-ს შეთავაზება ჯერ არ მიუღია.