ერთი და იმავე სიმღერის მოსმენას უარყოფითი შედეგები მოჰყვება და თუ თავდაპირველად მსგავსი მელოდიები ნოსტალგიურ განწყობაზე აყენებს ადამიანს, მოგვიანებით, შესაძლოა, მისი გაღიზიანება გამოიწვიოს.
ამის მიზეზი ადამიანის ტვინზე ერთი და იმავე გამღიზიანებლის მოქმედებაა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა წინ ხანგრძლივი და საპასუხისმგებლო სამზადისია, რომელზეც შესაძლოა ნერვიულობდეთ კიდევაც.
აღნიშნული ზემოქმედება, განსაკუთრებით თავს სავაჭრო ცენტრების თანამშრომლებზე აისახება უარყოფითად, რომლებსაც მსგავსი მელოდიების მოსმენა მთელი სამუშაო დღის განმავლობაში უწევთ, ამ ფაქტმა კი შესაძლოა მათი შრომისუნარიანობის დაქვეითებაც კი გამოიწვიოს.