ნიკა ლალიაშვილმა თავის საავტორო გადაცემაში SWOT – ანალიზის დასასრულს, გადაცემის სტუმარს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს საჩუქრად ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ გადასცა საჩუქრად.
ნიკა ლალიაშვილმა ვახტანგ გომელაურს ჰკითხა – მუშნი თუ დათა?
ვახტანგ გომელაური: პირველ რიგში, ვიტყვი ჭაბუა ამირეჯიბზე. მე ბედნიერება მხვდა წილად და გავიცანი ეს ადამიანი, ერთხელ შევხვდი და ვისაუბრეთ. ეს ადამიანი იყო გენიოსი და ეს წიგნი მსოფლიო შედევრია. თითონ დიალოგები, საუბრები, ფრაზები ნამდვილად სასწაულებია. ვერ გამოვყოფდი ან ერთს, ან მეორე თემას – იქ არის საუბარი სამშობლოს სიყვარულზე, სამსახურებრივი თემაა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა. ბევრი რამ მისწავლია ამ წიგნიდან. გენიალური ნაწარმოებია ნამდვილად და მადლობა ამ საჩუქრისთვის.