აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინის და საქართველოს ნაწილები.
მისი განცხადებით, ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ ქვეყნების სუვერენიტეტი კვლავ საფრთხეშია.
„დასავლეთი იმარჯვებს, თუმცა ახლა, ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რიგი ქვეყნების სუვერენიტეტი კვლავ საფრთხის ქვეშაა. მოდით, ვისაუბროთ ტერიტორიულ მთლიანობაზე. რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, ასევე აღმოსავლეთ უკრაინის და საქართველოს ნაწილები.
ამასთან ერთად, რუსეთის დეზინფორმაციის კამპანია ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთის წინააღმდეგ განწყობას ცდილობს“,_ განაცხადა მაიკ პომპეომ.