დიდ ბრიტანეთს და ირლანდიას შტორმი დენისი დაატყდა თავს.
როგორც Euronews იუწყება, გაუქმდა ფრენები, დაიკეტა რკინიგზა, დატბორილია გზები.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, მაშველებმა ზღვიდან 2 ადამიანის ცხედარი გამოიტანეს და ჯარისკაცებმა შტორმისგან თავდასაცავად ბარიერები ააშენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანას შტორმმა შეიძლება გაცილებით მეტი ზიანი მიაყენოს, ვიდრე გასულ კვირას შტორმმა კიარამ გამოიწვია.