_პულიის რეგიონი ბარის პროვინციაში, რომელიც მილანიდან, კორონავირუსის ეპიცენტრიდან ათასი კილომეტრის დაშორებით იმყოფება, ჯერ არანაირი პრევენციის ზომები არ მიუღიათ. ჩემი გოგონა სკოლაში დადის, როგორც მშობელს, მომივიდა შეტყობინება, რომ არ დავტოვო ლოკაციის ადგილი. ამ ეტაპზე სხვა არანარი გაფრთხილება არ შემოსულა. უნდა გითხრა ისიც , რომ აფთიაქში ვერ იშოვი პირბადეს. სადეზინფექციო ხსნარები, რასაც „ამაზონი“ გვჩუქნიდა, ფასები დაადეს და სამი შეკვრა 90 ევრო ღირს. ახლა აქ დღის პირველი საათია. ამ წუთებშიც შევედი აფთიაქში და პირბადე უკვე არ არის. მითხრეს, რომ დილით რაც მიიღეს, უკვე გაყიდულია, – გვატყობინებს ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მეგობარი ხათუნა შარაძე. კორონავირუსი ფაქტიურად ვრცელდება იტალიაში და ეს სამწუხარო ამბავია.
ხათუნა შარაძემ ასევე გვითხრა, რომ იტალიაში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულია განცხადება , კორონა ვირუსთან დაკავშირებით: „ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ, ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.“