პატრულ-ინსპექტორებმა ქალ-მძღოლებს 8 მარტი მიულოცეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პატრულ-ინსპექტორებმა 8 მარტს ქალი მძღოლები ტრადიციულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეაჩერეს, თაიგულები გადასცეს და უსაფრთხო მგზავრობა უსურვეს.