გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ცეცხლი ქარსაცავ ზოლს უკიდია. გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 100-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ამ დროისთვის, სოფელ ვაკიჯვართან სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„დილიდან, საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ქრობით სამუშაოებში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ასევე მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ხანძრის ქრობის პროცესში”,_ ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
როგორც პარლამეტის თავმჯდომარემ და ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, დაახლოებით 10 ჰა ფართობი იწვის, რომლის სიახლოვესაც დასახლებული პუნქტია.