ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა განუცხადა.
„გურია ნიუსს“ კითხვაზე, რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა ტყეში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა გვიპასუხა:
„ამ წუთებში მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისი სამსახურები დაადგენ ზუსტ მიზეზს. შეიძლება საქმე გვქონდეს დაუდევრობასთან“,_ გვითხრა ლევან ღირსიაშვილმა.