საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ საქართველოში იქნება, ხოლო 18 _ აღმოსავლეთ საქართველოში. მისივე განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარული ოლქები შემდეგნაირად გადანაწილდება: აჭარა – 3, გურია – 1, სამეგრელო 3, რაჭა -ლეჩხუმ- სვანეთი – 1, იმერეთი – 4 , თბილისი – 7, შიდა ქართლი -2, კახეთი – 3, ქვემო ქართლი – 3, სამცხე- ჯავახეთი – 2, მცხეთა-მთიანეთი – 1.
“საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი“ აღმასრულებელი დირექტორის ლევან ხინთიბიძის თქმით, თუ კანონში ცვლილება მოხდება იმ შემთხვევაში გურიაში ერთი მაჟორიტარი-დეპუტატი.
“ეს, მოგეხსნებათ, არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიუთითებდა იმაზე დაცული ყოფილიყო მაჟორიტარული ოლქების ზონები და თანაბარი ყოფილიყო ამომრჩეველთა რაოდენობა. ჯამურად, როდესაც დათვლილი იქნა გურიის მაშტაბით ამ პრინციპის გათვალისწინებით 110 000 ათასიდან 120 000-მდე ამომრჩევლამდე უნდა იყოს ერთ მაჟორიტარულ ოლქში, აქედან გამომდინარე, გურიაში როდესაც დაითვალეს სამივე მუნიციპალიტეტის ამომრჩეველი, 109 000 ამომრჩეველს გადააჭარბა ანუ გამომდინარე აქედან, ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.“ – ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლევან ხინთიბიძე.