ოზურგეთში თვითიზოლაციაში 27 ადამიანი იმყოფება, _ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორმა მაია ქუტიძემ მიაწოდა.
“27 ადამიანი იმყოფებოდა ამ დროისთვის თვითიზოლაციაში. 27 ადამიანიდან ხვალ 4 ადამიანს უმთავრდება კარანტინში ყოფნის დრო“, _ გვითხრა მაია ქუტიძემ. ქუტიძის თქმით, 11 ადამიანი იმყოფებოდა იტალიაში, დანარჩენი მათგანი კი _ გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში.