ყირგიზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც კომენდატის საათს ითვალისწინებს.
ხელისუფლებამ 3 დიდი ქალაქის, მათ შორის დედაქალაქის და 3 პროვინციული ოლქის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. მომხდარის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ადგილობრივ მოსახლეობას სახლების დატოვება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია.
მთავრობამ ყველა თანამშრომელს სახლიდან მუშაობა უბრძანა.