აბლუტოფობია – ფობიების ნაირსახეობა, რომელიც უმეტესწილად გავრცელებულია ბავშვებში და არანაკლებ პოპულარულია ახალგაზრდებშიც. მეცნიერები სერიოზულ პრობლემად აღიქვამენ აბლუტოფობიას. შემთხვევას, როცა ბავშვობის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ ინდივიდს დაბანისა და სისუფთავის სურვილი კვლავ არ უჩნდება. ეს გარკვეულწილად წყალთან დაკავშირებულ შიშებსაც უკავშირდება.
პენტერაფობია – დედამთილის შიში. როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ამ ფობიის ქვეშ ყოფნა დედამთილის გაცნობამდე იწყება, როცა მომავალ რძალს იმის შიში აქვს თუ როგორ მიიღებს ოჯახის ახალ წევრს ფაქტობრივად ოჯახის “უფროსი“ – დედამთილი. ამ ფობიასთანაა დაკავშირებული აგრეთვე ვიტრიკოფობია – მამამთილის შიში და სოსერაფობია – დედამთილ-მამამთილის შიში(ერთდროულად).
ნომოფობია – ტელეფონის გარეშე ყოფნის შიში. ფობიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიში, უმეტესწილად თინეიჯერებს შორის. თინეიჯერებს დიდი გაღიზიანებადობა და აგრესიულობა ახასიათებთ, რომელთა ყველაზე გავრცელებული მიზეზი ტელეფონის სახლში დარჩენა ან ბატარეის დაჯდომაა. ნომოფობისტებში გავრცელებული ჩვეულებაა ტელეფონის ეკრანზე დახედვა საათში დაახლოებით 20-ჯერ. ბრიტანეთში გამოკითხული 1000 თინეიჯერიდან 66%-ს აღენიშნებოდა ნომოფობიის ნიშნები.