ხატია წერეთელმა ახალი სიმღერა ჩაწერა. როგორც “გურია ნიუსს” მომღერალმა განუცხადა, “სიმღერა, სახელწოდებით _ “დელია” ეძვღვნება სიყვარულს, სიცოცხლეს და ისევ და ისევ ჩემს ქერას”.
ეს მანამდე იყო ჩაწერილი. ვაპირებდი კლიპის გადაღებასაც, მაგრამ, რადგან ხალხი ძალიან დასტრესილია, არსებული სიტუაციის გამო, ჩავთვალე, რომ პოზიტივი ამ წუთში სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამიტომ აღარ დაველოდე და ასე ფოტოკოლაჟის დართვით ავტვირთე.
იმედია, ცოტა მაინც აუმაღლებს განწყობას მსმენელს”, _ ამბობს წერეთელი.