ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 6-11 წლის ბავშვებისთვის წიგნი გამოცა, სადაც კორონავირუსსა და მისგან დაცვის მეთოდებზეა მოთხრობილი. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემაზე 50-ზე მეტი ჰუმანიტარული ორგანიზაცია, მათ შორის, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი და წითელი ჯვარიც მუშაობდა. პროექტში ჩართული იყო 1700-მდე ბავშვი, მშობელი და პედაგოგი, რომლებიც წიგნის ავტორებს პანდემიასთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ.
წიგნი მკითხველს მოუთხრობს, თუ როგორ შეიძლება ბავშვებმა დაიცვან თავი ვირუსისგან და გაუმკლავდეს მსოფლიოში გართულებულ ემოციებს, რომლებიც განიცდიან პანდემიისგან
„შენ ჩემი გმირი ხარ. როგორ ებრძვიან ბავშვები კოვიდ 19-ს“- ასე ჰქვია საბავშვო წიგნს, რომლის მთავარი გმირიც გოგონა სარაა.
დედამისი მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერია, თუმცა კორონავირუსის წამალი არც მას აქვს. გოგონას უჩნდება კითხვა, თუ რა არის კოვიდ-19 და როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა?
კითხვებზე პასუხის გაცემაში მას ზღაპრული არსება არიო ეხმარება. სარა და არიო სოციალურ დისტანციას და სხვა აუცილებელ ზომებს იცავენ. ისინი მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბავშვებს თვითიზოლაციის, ჰიგიენის და სხვა საპრევენციო ზომების მნიშვნელობაზე უყვებიან.