ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 233 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 54 გამოჯანმრთელებულია, 3 გარდაცვლილი.
გარდა ამისა, მკურნალობენ უცხოეთიდან შემოყვანილ 3 მოქალაქესაც.
„ამ ეტაპზე გვყავს 236 დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ 3 შემოტანილი შემთხვეაა. 2 სომხეთიდან და 1 თურქეთიდან. გვემატება სამკურნალოდ დაწესებულებებში, მაგრამ აღრიცხვა მონაცემების ცალკე უნდა განვიხილოთ. ანუ გამოდის, რომ 233 შემთხვევა გამოდის, რაც ნიშნავს რომ ამ დროისთვის 2 ახალი შემთხვევა შეგვემატა, რომელიც საქართველოში დადასტურებულია.
გუშინ დღე-ღამის განმავლობაში ჩვენთან 15 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და 1 დადასტურდა. ახალი პაციენტი ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა. მისი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. კონტაქტები გამოკვლეულია.
წყარო დაკარგული 3 პაციენტია, მაგრამ კონტაქტები არიან“,_ თქვა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.