კორონავირუსის პანდემიის გამო პირველად აშშ-ის ისტორიაში ფედერალურ დონეზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაიომინგის შტატში, რომელიც 50-ე შტატია, უბედურების ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება დაამტკიცა, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ის ისტორიაში, პირველად, ყველა შტატი უკვე ერთდროულად მოექცა უბედურების ზონის ფარგლებში.
თეთრი სახლის ინფორმაციით, უბედურების ზონად გამოცხადების შემთხვევაში შტატებს და ადგილობრივ მთავრობებს, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ ფედერალური დაფინანსება მიიღონ.
შტატის მთავრობებს, ასევე, დაეხმარებიან ფედერალური რესურსებით, როგორებიც არის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო და არმიის საინჟინრო კორპუსი. გადაწყვეტილება ქვეყანაში მას შემდეგ მიიღეს, რაც გარდაცვლილთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ – ნახევარ მილიონს.
აშშ-მა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე გადაინაცვლა, აშშ-ში ამ დროისთვის 20 608 ადამიანია გარდაცვლილი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.