„კორონავირუსი ვერ გვძლევს“ ,_ აღნიშნული განცხადება დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-ემ გააკეთა.
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 93 წლის მონარქმა, რომელიც ინგლისის ეკლესიის სიმბოლური მეთაურია, მიმართვაში ბრძანა, რომ აღდგომა არ გაუქმდება.
„წელს, აღდგომა ბევრისთვის განსხვავებული იქნება, უსაფრთხოება უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ აღდგომა არ უქმდება. აღდგომა გვჭირდება ისევე, როგორც ყოველთვის.
ქრისტეს აღდგომის აღმოჩენამ თავის მიმდევრებს ახალი იმედი და ახალი მიზანი მისცა და ჩვენ, ყველას შეგვიძლია გულის გაღება.
კორონავირუსი ვერ გვძლევს. შეიძლება, აღდგომის იმედის ცეცხლი მყარი წინამძოლი იყოს, რადგან მომავლის წინაშე ვდგებით“,_ ბრძანა დედოფალმა.