ოზურგეთის ბაზარში მდებარე მაღაზიები, რომლებიც დღეს გაიხსნა, ისევ დახურეს.
მაღაზიის მეპატრონეებისა და გამყიდველების თქმით, როგორც მათ ეუბნებიან, თითქოს, მაღაზიები ხალხმრავლობის გამო დაკეტეს, თუმცა, ისინი მიზეზს სხვა რამეში ხედავენ. ადგილზე იმყოფებოდნენ სეს-ის რეგიონული სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
როგორც „გურია ნიუსთან“ სეს-ის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მანანა ერქომაიშვილმა აღნიშნა, მაღაზიების დახურვის მიზეზი იქ არსებული ხალხმრავლობა გახდა.
„გურია ნიუსი“ ვრცელ მასალას აღნიშნულის შესახებ უახლოეს დროში შემოგთავაზებთ.