მზესუმზირის ზეთის ხანგრძლივი გამოყენება ღვიძლის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ცოტა ხნის წინ ეს დასკვნა ესპანელმა მეცნიერებმა გააკეთეს.
კვლევა ჩატარდა ვირთაგვებზე. ისინი დაიყვნენ სამ ჯგუფად. ერთნი ღებულობდნენ ზეითუნის ზეთს, მეორენი – მზესუმზირის ზეთს, ხოლო მესამე ჯგუფი – თევზის ქონს.
აღმოჩნდა, რომ ზეითუნის ზეთის გამოყენებამ ჯანმრთლობის არავითარი უარყოფითი შედეგი არ გამოიწვია. მზესუმზირის ზეთის მიღებამ გამოიწვია ფიბროზული კვანძების გაჩენა ვირთხებში, ასევე ღვიძლის შეუქცევადი ცვლილებები.
არანაკლები პრობლემები შექმნა თევზის ზეთის მიღებამ. მან გაზარდა ვირთხებში ქრომოსების ტელმეტრების სიგრძე და სხვადასხვა ჟანგვითი პროცესების გაზრდა გამოიწვია.