ა(ა)იპ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნატო ჯიბუტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩოხატაურიდან საკარანტინე ზონაში არავინ იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 11 ადამიანი რჩება.
“კარანტინში ჩოხატაურიდან არავინ იმყოფება. თუმცა, აქ არის ერთი ფაქტორი _ ჩვენთვის უცნობია, საზღვაგარეთიდან ჩამოვიდნენ თუ არა ჩოხატაურიდან წასული მოქალაქეები”, _ გვითხრა ნატო ჯიბუტმა.