მთავრობა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების რეკომენდაციით მიმართავს, _ ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.
„ფართოვდება კლასტერები და სულ უფრო მძიმდება წყაროს დადგენა… ანალიზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში“, _ განაცხადა ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა.