შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელია, ვისაც დაუფიქსირდა, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია, _ ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ტიკარაძისვე თქმით, ჯარში ვირუსი არ დაფიქსირებულა.
„დავიწყებ იმ ჯგუფიდან, სადაც კორონავირუსი არ დაფიქსირებულა და ეს გახლავთ ჯარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელია, ვისაც დაუფიქსირდა, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია და არიან ექიმები, ვისაც ასევე, დაუფიქსირდათ მათი რიცხვი არის, დღესდღეობით, 20-მდეა. ეს გარკვეულწილად იყო მოსალოდნელიც, სწორედ აქედან გამომდინარე იყო დაგეგმილი ეს გაიდლაინი და ეს ალგორითმი, რომლის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება. ზოგადად, სიტუაცია ამ ჯგუფებში არის კონტროლირებადი. ჩვენ დამატებით კიდევ ვმუშაობთ უსაფრთხოების ზომებისა და ნორმების დანერგვაზე და ასევე, მიმდინარეობს, გარკვეულწლად, ტრენინგები ამ ჯგუფში, რათა ისინი სამომავლოდ იყვნენ უფრო მეტად დაცულები.
აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ ძირითადად აქვთ გადატანილი უსიმპტომოდ ეს დაავადება, რაც ასევე ყურადსაღები და ჩვენთვის სამომავლოდ გასათვალისწინებელია, თუმცა პრევენციიდან გამომდინარე, ყველა ის ექიმი, რომელიც იყო აღმოჩენილი, დღესდღეობით იმყოფება მონიტორნიგის ქვეშ, რათა ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ, რომ მათი მხრიდან უკვე შემდგომი ადამიანების დაინფიცირების რისკი არ არსებობს”, _ განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.